მალამო “ფიტომალი” ვარიკოზული ვენების


შემადგენლობა: ცხენისწაბლას, გულყვითელას, თრიმლის, გვირილას, ალოეს, ფარსმანდუკის სპირტიანი ექსტრაქტები, კრაზანას ზეთოვანი ნაყენი და სამედიცინო ვაზელინი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ადგილობრივ სისხლძარღვთა შემავიწროვებელი ეფექტი, სისხლძარღვებს მატებს ელასტიურობას, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვენების ვარიკოზული გაგანიერების სამკურნალო ადგილობრივი საშუალება.
ჩვენებები: ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, ამაღლებს კაპილარების რეზისტენტობას.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა მალამოში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი.
გამოყენების წესი და დოზირება: ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს საჭიროა მალამოს თხელი ფენის მსუბუქად შეზელვა 3-5 წუთის განმავლობაში, დილა-საღამოს. მკურნალობის კურსი 3 კვირა. კურსის განმეორება 1 კვირაში. სასურველია მინიმუმ 3-4 კურსი.
ყურადღება: მალამოში შემავალი კომპონენტების მიმართ ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. მკურნალობისას სასურველია პროთრომბინის დონე არ იყოს მაღალი.
გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა: 27 გრ. მალამო პოლიპროპილენის ქილაში.
მეორადი შეფუთვა: 1 ქილა ანოტაციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვის პირობები: ინახება გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას, სასურველია მაცივარში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქციის ჯგუფი III _ გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: შ.პ.ს. "ბორჯი"