მალამო "ფიტომალი" ართრიტის


შემადგენლობა: ალოეს, კონიოს, ჭინჭრის, დაფნის, ცხენისწაბლას, გულსოსანას, გულყვითელას, მრავალძარღვას, თავკომბალას სპირტიანი ექსტრაქტები, კრაზანას, ფიჭვისა და ჩაის ხის ზეთოვანი ნაყენები, სამედიცინო ვაზელინი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ანთების, შეშუპების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი. გარეგანი გამოყენებისთვის.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.
ჩვენებები: გამოიყენება ართრიტის, ოსტეოქონდროზის, რადიკულიტისა და სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა მალამოში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი.
გამოყენების წესი და დოზირება: მკურნალობისას მალამოს თხელი ფენა მტკივნეულ ადგილზე შეიზილება 3-5 წუთის განმავლობაში, მაქსიმალურ გაწოვამდე, დღეში 2-3 ჯერ. აუცილებელია სიცივისგან დაცვა.
ყურადღება: მალამოში შემავალი კომპონენტების მიმართ ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
არ შეიძლება მალამოს გამოყენება დაზიანებულ კანზე (ჭრილობა, დამწვრობა), პირის ღრუში, ცხვირის ნესტოებსა და თვალების გარშემო.

გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა: 27 გრ. მალამო პოლიპროპილენის ქილაში.
მეორადი შეფუთვა: 1 ქილა ანოტაციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვის პირობები: ინახება გრილ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, სასურველია მაცივარში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქციის ჯგუფი III - გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: შ.პ.ს. “ბორჯი”