ანტისეპტიკური მალამო ფიტომალი


fitomali, ფიტომალი

ანტისეპტიკური, რეპარაციული, ტკივილგამაყუჩებელი, ფიტოპრეპარატი მალამო "ფიტომალი" შეიცავს სამედიცინო პრაქტიკაში ტრადიციულად მიღებულ სამკურნალო მცენარეებს (ძიძო, გვირილა, გულყვითელა, მრავალძარღვა, ფარსმანდუკი, კრაზანა) 


     დამწვრობა
   
 ჭრილობა
   
 დაჟეჟილობა
   
 იოგების დაჭიმვა
   
 რადიკულიტი
     ანთებითი პროცესები 
     ნევრალგია 
     პარადონტიტი 


ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

შეიცავს: მთრიმლავ და ფისოვან ნივთიერებებს, ფლავანოიდებს, ეთერზეთებს, ალკალოიდებს (ახალეინი, ბუტონიცინი, სტრაქიდრინი), ტანინს, რუტინს, ხამაზოლინს, ქოლინს, კაროტინს, ვისკოტოქსინს, ვიტამინებს: C, K, B1, B2, B6, F და P-ს, აგრეთვე ლიმონის, ოლვანოლის, ასკორბინისა და სხვა ორგანულ მჟავებს.

შემადგენლობა: ძიძო (Meliloti), გვირილა (Matrikaria), გულყვითელა (Calendula), მრავალძარღვა (Plantago Mayor), ფარსმანდუკი (Achillea Millefolium), კრაზანა (Hipericum).

გამოიყენება: დაზიანებული კანისა და ლორწოვანი გარსის (გამოწვეული სხვადასხვა მიკრობული ფლორით), ხანგრძლივად შეუხორცებელი, სხვადასხვა ეტიოლოგიის ინფიცირებული წყლულებისა და ჭრილობების (დამწვრობა, ტრავმები, ნაწოლები და სხვ.) სამკურნალოდ. აძლიერებს ქსოვილთა რეპარაციის უნარს და ხელს უწყობს ჭრილობიდან ნეკროზული უბნების მოცილებას. იხმარება დაჟეჟილობის, იოგების დაჭიმვის, ანთებითი შეშუპების, რადიკულიტის, სამწვერა ნერვის ნევრალგიის, ყურის ანთების, პარადონტიტის, სტომატიტისა და მსგავსი დაავადებების დროს. გინეკოლოგიაში - კოლპიტის, საშვილოსნოს ყელის ეროზიისა და წყლულის დროს. გრიპისა და სურდოს პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია ქუჩაში გასვლის წინ მალამოს შეზელვა ცხვირში, ქუთუთოებსა და თვალის ირგვლივ. ახალშობილებში გამოყელვის დროს. ფიტომალი ძალზე ეფექტურია მზისგან მიღებული დამწვრობისას. ფიტომალის წასმა ასევე ეფექტურია სხვადასხვა მწერის, განსაკუთრებით კოღოს ნაკბენზე. ბრონქიტის დროს კარგია გულმკერდზე შეზელვა. 

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ;

გვერდითი მოვლენები: არ არის დადგენილი;

მიღების წესი და დოზირება:
დამწვრობის და ჩიქროვანი ჭრილობის დროს დაზიანებულ ადგილებზე იდება საფენი მალამოს თხელი ფენით, რომელიც ყოველდღე იცვლება;
რადიკულიტის მკურნალობისას მალამო შეიზილება 3-5 წუთის განმავლობაში დღეში 2-3-ჯერ. სიცივისგან დაცვა აუცილებელია.
კოლპიტის, ეროზიის, წყლილის დროს ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავების შემდეგ გამოიყენება მალამოთი გაჟღენთილი ტამპონი.
ღრძილის ანთების დროს მალამო შეიზილება 3-4-ჯერ დღეში;
ყველა სხვა შემთხვევაში საჭიროა მალამის შეზელვა 3-5 წუთის განმავლობაში დღეში 2-ჯერ.

ყურადღება: ცალკეულ შემთხვევაში (განსაკუთრებით III ხარისხის დამწვრობისას) მალამო გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

რეგისტრირებულია: საქართველოში(რ-003731), სომხეთში(N 9388), ასევე რეგისტრირებული იყო რუსეთში(N 010039), აზერბაიჯანში(SN400, N00031) და ბელორუსიაში (N 0001510)

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გაიცემა რეცეპტის გარეშე


გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას.
გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს.


 

 



სიახლე:

ანტისეპტიკური ექსტრაქტი ფიტომალი
ანტისეპტიკური ექსტრაქტი “ფიტომალი”
ართრიტი
მალამო “ფიტომალი” ართრიტის
ბუასილი
მალამო “ფიტომალი” ბუასილის
ვარიკოზული ვენები
მალამო “ფიტომალი” ვარიკოზული ვენების