მალამო “ფიტომალი” ბუასილის


შემადგენლობა: ალოეს, წალიკას, ცხენისწაბლას, მუხის ქერქის, გულყვითელას, მრავალძარღვას, თრიმლის სპირტიანი ექსტრაქტები, კრაზანას ზეთოვანი ნაყენი, სამედიცინო ვაზელინი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ანთების საწინააღმდეგო, ჰემოსტატიური, ადგილობრივ სისხლძარღვთა შემავიწროვებელი ეფექტი, ჰემოროიდული კვანძების გაწოვა, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბუასილის სამკურნალო ადგილობრივი საშუალება.
ჩვენებები: გარე ბუასილი, სისხლდენა, ნახეთქები, უკანა ტანის ქავილი, ფეხძიმობისა და მშობიარობის შემდგომ გამოვლენილი პრობლემები, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. დეფეკაციის შემდგომი გაღიზიანების, ქავილისა და დისკომფორტის თავიდან აცილებისთვის წარმოქმნის დამცავ გარსს. ზომებში ამცირებს შესიებულ ჰემოროიდულ კვანძებს, იცავს ტკივილისაგან. მალამოს რეგულარული მოხმარება გამორიცხავს შემდგომ გაღიზიანებას.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა მალამოს შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი.
გამოყენების წესი და დოზირება: ბუასილის დროს მალამო გამოიყენება ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ (აუცილებლად გრილი წყლით). მალამოს თხელი ფენა შეიზილება კვანძებზე ან შესაძლოა დაიდოს საფენი მალამოს თხელი ფენით 2-3 საათის განმავლობაში. დეფეკაციის შემდეგ (ამ დროს საჭიროა იგივე ჰიგიენური პროცედურები) აუცილებელია მალამოს წასმა, რის შემდეგაც სასურველია წამოწოლა 15-20 წუთით.
ყურადღება: მალამოში შემავალი კომპონენტების მიმართ ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მალამოს გამოყენება ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ არის მიზანშეწონილი.
ბუასილის მკურნალობისას სასურველია დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორების (ყაბზობა, ფაღარათი და სხვა) პრევენცია.
გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა: 27 გრ. მალამო პოლიპროპილენის ქილაში.
მეორადი შეფუთვა: 1 ქილა ანოტაციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვის პირობები: ინახება გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას, სასურველია მაცივარში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქციის ჯგუფი III _ გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: შ.პ.ს. “ბორჯი”