წერილები და გამოხმაურებები

 


ჩემი სასწაულმოქმედი მალამო

(გაზეთ “კვირის პალიტრაში” გამოქვეყნებული წერილი)
ძვირფასო რედაქცია. მე თქვენი გაზეთის აქტიური მკითხველი ვარ და განსაკუთრებით მიყვარს გვერდები მედიცინაზე. მინდა გაგიზიაროთ ჩემი გულწრფელი სიყვარული მალამო “ფიტომალის” მიმართ. მე როგორც მოქმედი აქტიური ალპინისტი ხშირად ვარ ექსტრემალურ სიტუაციაში და ასევე ხშირად ვიღებ სხვადასხვა სახის ტრავმებს, ჭრილობებსა თუ დაჟეჟილობებს. მზისგან დამწვრობა და ტუჩების დახეთქვა ხომ ალპინისტებისთვის საშინელებას წარმოადგენს. ბევრი მალამო გამომიყენებია, მაგრამ რამდენიმე წელია მივაგენი მართლაც უნივერსალურ და სასწაულმოქმედ მალამო “ფიტომალს”. ზოგს შეიძლება გადაჭარბებულად ეჩვენოს, მაგრამ მწვერვალზე ასვლისას, როცა ვიცი, რომ “ფიტომალი” თან მაქვს, თავს წარმოუდგენლად მშვიდად და უშიშრად ვგრძნობ ჯანმრთელობის კუთხით. მალამო “ფიტომალის” მიმართ იმხელა ნდობა გამიჩნდა, რომ  ის ერთადერთი პრეპარატია, რომელსაც პრაქტიკულად ყველაფერზე ვხმარობ. მაგ., სურდოს დროს, თავის ტკივილისას, ჭრილობისას, დამწვრობაზე, დაჟეჟილობის დროს, ნაღრძობზე; თქვენ წარმოიდგინეთ კიდურებზე მალამოს წასმა მოყინვისგან მიცავდა. იმდენად ვენდობოდი, რომ დამაინტერესა თუ სად გადიოდა ფიტომალის შესაძლებლობების ზღვარი და ექსპერიმენტების ჩატარებაც კი დავიწყე. ყველა სიტუაციაში შედეგი მართლაც გამაოგნებელი იყო. მწვერვალზე ასვლისას, როცა თითოეულ ზედმეტ გრამს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, “ფიტომალს” არასოდეს ვიცილებთ, ამიტომ იგი არაერთ მწვერვალზე აგვიტანია. ასე, რომ ფიტომალი ჩვენთან ერთად მართლაც მწვერვალებს იპყრობს.
ახლა ზღვის სეზონია და მინდა რჩევა მივცე გარუჯვის მოყვარულებს. გარუჯვის მოყვარულთ ხშირად ზედმეტი მოსდით და იღებენ დამწვრობას. ასეთ შემთხვევაში “ფიტომალი” შეუდარებელია.  ის სწრაფად მოგიხსნით ტკივილს და აგაცილებთ შემდგომ გართულებებს. ეს მე ზღვაზეც და მთაშიც არაერთხელ გამომიცდია. არ მინდა ძალიან გამიგრძელდეს, რადგან თქვენი გაზეთის რამდენიმე გვერდიც არ მეყოფოდა ყველა იმ შემთხვევების აღსაწერად, რომლებიც ამ მალამოსთან “მეგობრობისას” გადამხდენია.
მე არ ვიცი “ფიტომალი” საგვარეულო წამალია თუ ვინმემ შექმნა, მიუხედავად ამისა, მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო ამ შესანიშნავი პრეპარატის მიმართ.

ალპინისტი აფი გიგანი



ჩვენი ბუნებისგან ჩვენთვის მალამოდ!

დაავადებათა სამკურნალოდ მცენარეთა გამოყენება უძველესი დროიდან დაიწყო. საქართველოს უმდიდრესი ბუნება _ დიდებული მწვანე აფთიაქია, აქ ვხვდებით უამრავ ისეთ მცენარეს, რომელთა სასარგებლო თვისებები, ათასწლოვანი კლინიკური დაკვირვების, ექსპერიმენტული კვლევისა და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე არის დადასტურებული. ამ მცენარეებისგან, თანამედროვე მეცნიერული მიღწევების გამოყენებით, ძველი ხალხური ტრადიციებითა და უმაღლესი ტექნოლოგიით, არის მიღებული პრეპარატი _ ფიტომალი.
ფიტომალი უკვე რამდენიმე წელია უამრავი ადამიანის მეგობარი გახდა. იგი ყველა საოჯახო აფთიაქის შეუცვლელი პრეპარატია. პრეპარატში შემავალი კომპონენტების სასარგებლო თვისებები ყოველმხრივ შემოწმებული და გამოკვლეულია, გამოყენება კი უსაფრთხო და ეფექტური როგორც მოზრდილებში ასევე პედიატრიულ პრაქტიკაში. მალამო “ფიტომალი” დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
პრეპარატში შედის ყველასათვის ნაცნობი გულყვითელა, გვირილა, მრავალძარღვა, ფარსმანდუკი, კრაზანა და ძიძო. აი, იმ მცენარეთა ნუსხა, რომლებიც მალამო “ფიტომალს” ანიჭებს სასწაულმოქმედ ეფექტს. მისი გამოყენება ეკონომიურია და ამავე დროს უსაფრთხო, ვინაიდან ალერგიული რეაქციების გამოვლინება აღნიშნული პრეპარატის გამოყენებისას პრაქტიკულად ნულის ტოლია.
ფიტომალში შემავალი “გულყვითელას” ანუ “ნარგიზულას” ყვავილები ხასიათდება მძლავრი ანთებისსაწინააღმდეგო უნარით. მას თვალსაჩინო ადგილი უჭირავს სამკურნალო მცენარეთა შორის და ფართოდ გამოიყენება დაჟეჟილობის, ჩირქგროვების, ძნელად შეხორცებადი ჭრილობების დროს. ეფექტურია მწერის ნაკბენის, ასევე გინეკოლოგიაში საშვილოსნოს ყელის დაავადებების სამკურნალოდ.
პოპულარობით გულყვითელას არ ჩამოუვარდება გვირილა. მასში არსებული აქტიური ნივთიერებები ხასიათდება ანტიმიკრობული, ანტიმიკოზური, ანტივირუსული, სადეზინფექციო და ტკივილგამაყუჩებელი უნარით. გვირილაში შემავალ აზულენს აქვს ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება, აჩქარებს რეგენერაციის პროცესებს ქსოვილებში.
ძიძო _ ხალხურ მედიცინაში გამოიყენება როგორც სიცხის დამწევი, ანტიანთებითი, ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი საშუალება. კარგად მოქმედებს კანის ჩირქოვანი დაავადებების სამკურნალოდ. მრავალძარღვას ანტიმიკრობული ეფექტი ყველასათვის კარგადაა ცნობილი. ის შესანიშნავად აკეთებს ბუნებრივ ქირურგიულ ოპერაციებს ჩირქგროვებზე. გააჩნია ანტისეპტიკური ეფექტი ჭრილობის შესახორცებლად. ფარსმანდუკი ხასიათდება სპაზმოლიზური, ანტიმიკრობული, ანტიანთებითი, ალერგიის საწინააღმდეგო თვისებებით.
კრაზანა არის მცენარე, ანტიმიკრობული, ანტისეპტიკური და სპაზმოლიზური ეფექტით, სტომატოლოგიაში გინგივიტის, სტომატიტის სამკურნალოდ. წარმატებით გამოიყენება ჭრილობების სწრაფი შეხორცებისა და დაინფიცირების საწინააღმდეგოდ.
ჩვილ ბავშვებში: დაოდვილობა (გამოყელვები), “საფენის” სინდრომი;
დაინფიცირებული, ძნელად შეხორცებადი ჭრილობები, დაჟეჟილობა და იოგების დაჭიმვა ტრავმების დროს, დამწვრობა, ნაწოლები, საშვილოსნოს ყელის ეროზიები, წყლული, ძუძუს თავებზე ნახეთქები; სტომატოლოგიაში: გინგივიტი, პარადონტოზი, - აი იმ დაავადებათა ჩამონათვალი, სადაც მალამო უკვე 5 წუთის შემდეგ იწყებს მოქმედებას და რეგენერაციული, ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო მოქმედების გამოვლენას.
მალამო “ფიტომალი” დამზადებულია უნიკალური ტექნოლოგიით, უძვეელესი ხალხური მედიცინის ტრადიციებისა და თანამედროვე მეცნიერული მიღწევების გამოყენებით. ენდეთ მრავალი წლის გამოცდილებას!

სს “ჯი-პი-სი”-ს პუბლიკაცია გაზეთ “კვირის პალიტრაში”(4-10. VIII. 2008წ.)



აბა, სცადეთ, “ნახეთ როგორ დაგიამოთ!...”
ორიოდ სიტყვა მალამო “ფიტომალზე”

(გაზეთ “კვირის პალიტრაში” გამოქვეყნებული წერილი)
თავდაპირველად იყო მედეას ბაღი და ამ ბაღში იდუმალი ძალის მქონე ყვავილები... მხოლოდ მან იცოდა ამ იდუმალი ძალის არსებობაც და წვდომაც, იცოდა, ერთი წვეთი წამალი იყო, ბევრი_საწამლავი, იცოდა, როდის უნდა დაეკრიფა, მერე კი როგორ უნდა მოევლო, რომ ეს უცნაური ძალები არ გამქრალიყო, არ დაკარგულიყო... ნაყავდა, ხარშავდა, მკურნალობდა...
    მერე ეს ყვავილები საქართველოს მინდორ-ველებს მოედო. ზოგმა_მთაში, ზოგმა-გზის პირას, ზოგმა ადამიანთან ახლოს ეზოებში ამოყო თავი...  ცოდნაც დარჩა: გადმოცემით, ძველი ხელნაწერებით...
   _ ყვავილები, დილით ადრე, ნამით პირდაბანილი უნდა დაკრიფოთო, სანამ მზე შუბის ტარზე დადგება და ისინიც მიიძინებენ და მათთან ერთად სამკურნალო ძალებიცო...
   _ ერთისთვის პარასკევი დღეა კარგი, მეორისთვის ხუთშაბათი, ყველას თავისი დრო და წესი აქვს, ზოგის ფოთოლი გინდა, ზოგის გვირგვინი, ზოგის ფესვიო...
   მთავარია, იცოდე, რომელი ყვავილები ქმნიან ჰარმონიულ კომპოზიციას, ეხმარებიან და აძლიერებენ ერთმანეთს.
   გულყვითელა, კრაზანა, გვირილა, მრავალძარღვა, ფარსმანდუკი, ძიძო და მათი “დობილები” ერთ ქვაბში აფუთფუთდებიან და ცოტა ხანში “ფიტომალიც” მზადაა.
   _ ასეთი რა არის, პანაცეაა?! - შეიძლება ზოგმა სკეპტიკურად იკითხოს.
   ბევრმა კი ნამდვილად იცის მისი ღირსება და ფასი;
   პანაცეასი რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩემთვის ეს მალამო ოჯახის აფთიაქის განუყრელი ნაწილია, გარეთ კი ზურგ-ჩანთისა. იმიტომ, რომ ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და მართლაც დამაამებელი მალამოა.
   ჭრილობებისა და დამწვრობის დროს ნახვევის გაკეთებაა საჭირო, ხველებისას, განსაკუთრებით ჩვილებსა და ბავშვებში – პაწაწინა გულ-მკერდის ნაზად დაზელვა და თბილად შეფუთვა, ყურის ტკივილისას შიგნით წასმის არ უნდა შეგეშინდეთ... კოღოს ნაკბენზე ერთი წასმაც საკმარისია.
   მოქმედება ორგვარი აქვს: ერთ შემთხვევაში_სწრაფი, მეორეში_ხანგრძლივი.
   შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ მაინც გეტყვით: თუ “ფიტომალს” ხანგრძლივად შეიზილავთ ზედა და ქვედა ქუთუთოებზე თვალის სინათლესაც უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნებთ, ამას გამოცდილებიდან ვამბობ.
   ართრიტის შემთხვევაშიც (თვით დაავადების ხასიათიდან გამომდინარე) ყოველ დღე უნდა წაისვათ იგი. თითქოს ყველა უჯრედი ცოცხლდება.
   აბა, სცადეთ, “ნახეთ როგორ დაგიამოთ!...”
   P.S. ძალიან მინდოდა, ერთი ჩვეულებრივი, საინფორმაციო წერილი დამეწერა მალამო “ფიტომალზე”, მაგრამ არაფერი გამომივიდა...

ფილოლოგი და პედაგოგი: ლია მესხია

 

გამოხმაურება ჰამბურგიდან

(გაზეთ “კვირის პალიტრაში” გამოქვეყნებული წერილი)
ძვირფასო რედაქცია. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ ასე აშუქებთ სამედიცინო თემატიკას, ვინაიდან პროფესიით ექიმი ვარ და სამედიცინო თემატიკას ყოველთვის ინტერესით ვეკიდები. ამჯერად ჩემი ყურადღება მიიქცია წერილებმა, სადაც ავტორები ანტისეპტიკური მალამო “ფიტომალის” დადებით თვისებებზე წერენ. მეც მსურს მკითხველს გავუზიარო ჩემი შთაბეჭდილებები და მადლიერება გამოვხატო ამ მალამოს მიმართ.
ჯერ კიდევ საქართველოში მუშაობის დროს, ჩემი და ჩემი შვილების მაგალითზე, პირადად გამომიცდია მართლაც უნივერსალური მალამო “ფიტომალის” საოცრად ეფექტური შედეგები, რის გამოც ჩემს პაციენტებსაც ხშირად ვუნიშნავდი ხანგრძლივად შეუხორცებელ ჭრილობებსა და წლულებზე, ასევე დამწვრობის, რადიკულიტის, იოგების დაჭიმვის და სხვა პათოლოგიების დროს. თქვენ წარმოიდგინეთ, ქუთუთოებზე ხანგრძლივი წასმით მხედველობის დაქვეითება ჯერ შემიჩერდა და შემდეგ გამიუმჯობესდა კიდეც.
თორმეტი წელია გერმანიაში ვცხოვრობ და ვეწევი საექიმო პრაქტიკას. მალამო “ფიტომალის” მიმართ ჩემი ასეთი დამოკიდებულების გამო ის ჩვენი ოჯახის აფთიაქში შეუცვლელ პრეპარატად იქცა, რასაც ჩემი გერმანელი კოლეგები თავიდან იუმორით უყურებდნენ, მაგრამ როდესაც თავად გამოიყენეს გრიპისა და გაცივების დროს, ასევე რიგ სხვა დაავადებებზე, თან გაიგეს, რომ მალამო მცენარეულია და ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შედგება მაშინ “ცუდ დღეში ჩავვარდი” ზოგი რა დაავადებაზე მთხოვდა და ზოგი რაზე. ამიტომ ყველა მთხოვს საქართველოდან მათთვის ჩამოვატანინო მალამო “ფიტომალი”. მიუხედავად იმისა, რომ მიწევს ახლობლების შეწუხება, მე ძალზე ამაყი ვარ იმით, რომ ქართული პრეპარატი ასეთ პატივისცემას იმსახურებს ჩემი გერმანელი კოლეგების თვალში.

პატივისცემით ექიმი თერაპევტი
ნონა როგავა
ჰამბურგი, გერმანია.
21.07.2010წ.



გრიპისგან დაგიცავთ მალამო “ფიტომალი”


მალამო “ფიტომალის” საოცრად ეფექტურ შედეგებს სხვადასხვა დაავადებების მკურნალობისას ადრეც შევხებივარ, მაგრამ ამჯერად მინდა შევეხო იმას თუ რამდენად ეფექტურია მალამო “ფიტომალის” გამოყენება ზამთრის სეზონში. ამ პერიოდში იზრდება სურდოსა და გრიპის ვირუსით დაავადების საშიშროება. მოგეხსენებათ, გრიპის ვირუსი ხშირად ხელის მეშვეობით ხვდება ლორწოვანას გარსზე, შემდეგ კი ორგანიზმში. იმისათვის, რომ გრიპი თავიდან ავიცილოთ, აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა საპნით, რაც კარის თუ ტრანსპორტის სახელურზე ხელის ყოველი შეხების შემდეგ, პრაქტიკულად შეუძლებელია.
მინდა გაგიზიაროთ ჩემი და ჩემი პაციენტების მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში მუშაობის დროს. თუ გსურთ მაქსიმალურად დაცული იყოთ სურდოსა და გრიპისგან, სახლიდან გასვლისას აუცილებლად წაისვით მალამო “ფიტომალი” ნესტოებში, ტუჩსა და თვალის ქუთუთოების გარშემო, უმჯობესია თუ ამ პროცედურას დღეში 3-4 ჯერ ჩაიტარებთ, მაშინ ეფექტი გაცილებით უკეთესი იქნება. ჩემი რჩევაა, ბაღში ან სკოლაში წასვლის წინ ბავშვებსაც ჩაუტაროთ ზემოაღნიშნული პროცედურა, ამით მათ მაქსიმალურად ააცილებთ გრიპით დაავადების საფრთხეს.
ასევე მინდა დავამატო, რომ ზამთარში ხშირია ისეთი უსიამოვნო მომენტები როგორიც არის კანის გამოშრობა, განსაკუთრებით ტუჩების, რის შედეგადაც კანი სკდება და შესაძლოა სისხლდენაც. მალამო “ფიტომალი” ამ შემთხვევაშიც ძალიან კარგ შედეგს იძლევა, მისი შეზელვა ტუჩებზე და კანის სხვა მონაკვეთებზე თავიდან აგვარიდებს ისეთ პრობლემებს როგორიცაა ტუჩების დახეთქვა ან ჰერპესი. მალამო “ფიტომალით” დამუშავებული კანი სიცივის ზემოქმედებისას ადვილად ინარჩუნებს ელასტიურობას და ჯანსაღ იერს.

პატივისცემით ექიმი თერაპევტი
ნონა როგავა
ჰამბურგი, გერმანია.
12.10.2010წ.

 


ფიტომალი ალფრედ ნობელს

ნოდარ დუმბაძის "ლუმინალი" ყველას გვახსოვს - არ შეგაწუხებთ. შესანიშნავი მწერალი სერგეი დავლატოვი, იძულებით ემიგრაციამდე ორი წლით ადრე, ანტისაბჭოური სუნთქვის მოტივით დააპატიმრეს და რამდენიმე კვირა ციხეში გაატარა. თანასაკნელთაგან ორ პატიმარს ექიმი დასჭირდა: ერთს მუცელი ასტკივდა, მეორეს_თავი. საკანში შემოსულმა ექიმმა ჯიბიდან აბი ამოიღო, შუაზე გატეხა და პატიმრებს მისცა _ ფრთხილად არ აგერიოთო ....
რა იცოდა ცხონებულმა დავლატოვმა, რომ მეოცე საუკუნის ბოლოს, ისეთ მალამოს გამოიგონებდნენ, ყველაფერს, რომ შველის და მთაში ერთადერთი, მხოლოდ მალამო "ფიტომალი" მიგვაქვს ხოლმე და მშვიდად ვართ - რაც არ უნდა აგვტკივდეს, რამდენიმე წუთში შეგიძლიათ სრულად და საბოლოოდ აღიდგინოთ ჯანმრთელობა. და ირკვევა, რომ წიქარას ამბავი - ბალახ-ბულახს რომ მიუს-მოუსმევდა და მკვდარს აცოცხლებდა, სულაც არ ყოფილა ზღაპარი.
ამიტომაც ეკუთვნით "ფიტომალის" ავტორებს ნობელის პრემია (მშვიდობის დარგში მაინც).
P.S. სარეკლამო ჰონორარს ანგარიშზე ნუ გადმომირიცხავთ, ანგარიშის მიგნება გაგიჭირდებათ . . .

ფრაგმენტი დათო ტურაშვილის წიგნიდან "ალტერნატივა" (გვ. 32,33.).



ჯადოსნური მალამო, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს


(სტატია გაზეთში "ახალი საქართველო" - მარტი, 2020წ.)

ქართული ხალხური მედიცინის წიაღში მკურნალთა არა ერთი საგვარეულო შტო იშვა, რომელთაც უნიკალური მალამოები შექმნეს. რა თქმა უნდა, ყველას ერთ სტატიაში ვერ გავიხსენებთ, მაგრამ ერთ საინტერესო ამბავს შევთავაზებთ მკითხველს ქართული მალამოს ისტორიიდან.
ყურადღებას შევაჩერებთ ყველასთვის ცნობილ მალამოზე "ფიტომალი", რომელიც საოცრებებს ახდენს და უკვე 25 წელია ემსახურება ჩვენი და არა მარტო ჩვენი ხალხის ჯანმრთელობას.
მალამო თავისი აქტიური ინგრედიენტების გავლენით კურნავს სხვადასხვა დაავადებებას და არა მარტო მათ. ცხადია, რომ მისი კონსისტენცია სხეულის ტემპერატურაზე ლღობადია და ძირითადად გარეგანი გამოყენებისთვისაა.  
თუმცა, უამრავი ადამიანი მალამო "ფიტომალს" შინაგანადაც იყენებს და საოცრებებს ყვებიან, რომ ხველებისას უხსნით სპაზმებს, კარგად მოქმედებს თორმეტგოჯა წყლულის დროს და ა.შ. მალამოს ერთერთი ავტორი ამირან კვარაცხელია ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ეს ინფორმაციები მოსდით მომხმარებლებისგან, მაგრამ ამის შესახებ ოფიციალური კვლევები არ ჩატარებულა და შესაბამისად არც ანოტაციაშია შეტანილი.
 "ფიტომალს" ნამდვილად ჯადოსნური ეფექტი გააჩნია და შეუძლია მრავალი დაავადების განკურნება. სწორედ ამიტომ მან გაუძლო დროს და დღეს იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ბ-ნმა ამირანმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მალამოს დიდი გამოხმაურება აქვს საზღვარგარეთის მრავალი ქვეყნიდან, მაგრამ ამჟამად ერთ პროექტზე აქვთ აქცენტი გადატანილი, რომელსაც ქართველი ებრაელი ხელმძღვანელობს. ამ პროექტზე ბატონი ამირანი დიდ იმედებს ამყარებს.
მალამო "ფიტომალის" შექმნაზე მუშაობა გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო და მუშავდებოდა 1983-1994 წლებში. ბუნებრივ, ნატურალურ სამკურნალწამლო საშუალებათა შექმნის იდეამ და წლების მანძილზე ამ მიმართულებით აქტიურმა მუშაობამ ნაყოფი გამოიღო და 90-იანი წლებიდან, თანამედროვე ფარმაციის მიღწევების გათვალისწინებით, შეიქმნა სამკურნალო მცენარეებზე დამზადებული რამდენიმე პრეპარატი, მათ შორის ზემოაღნიშნული მალამო "ფიტომალი". როგორც ჩაფიქრებული იყო, მალამო "ფიტომალი" ნამდვილად უნივერსალური გამოდგა, რაც შემდგომმა კვლევებმაც დაადასტურა. პრეპარატის დამუშავებისას გამოყენებულ იქნა, როგორც ტრადიციული ხალხური მედიცინის, ისე ფიტოთერაპიის, ჰომეოპათიისა და ამ სფეროში თანამედროვე მეცნიერების მიღწევები.
მალამო აძლიერებს ქსოვილთა რეპარაციის უნარს და ხელს უწყობს ჭრილობიდან ნეკროზული უბნების მოცილებას, ასევე გამოიყენება კომპლექსური თერაპიის დროს, დაზიანებული კანის, ხანგრძლივად შეუხორცებელი, სხვადასხვა ეტიმოლოგიის ინფიცირებული წყლულების, ჭრილობებისა (დამწვრობა, ტრავმები, ნაწოლები და სხვ.) და ლორწოვანი გარსის სხვადასხვა მიკრობული ფლორით გამოწვეული დაზიანებების სამკურნალოდ; დაჟეჟილობის, იოგების დაჭიმვის, ანთებითი შეშუპების, რადიკულიტის, სამწვერა ნერვის ნევრალგიის, ყურის ანთების, პარადონტიტის, სტომატიტისა და მსგავსი დაავადებების დროს;
გრიპისა და სურდოს პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია, ქუჩაში გასვლის წინ მალამოს შეზელვა ცხვირის ნესტოებში, ქუთუთოებისა და თვალების ირგვლივ, რაც ამჟამად ამ კორონავირუსის ფონზე ძალზე აქტუალურია და არანაკლებ იცავს, ვიდრე ე.წ. პირბადეები.
  ამ მალამოს ირგვლივ ყვებიან ბევრ საინტერესო ისტორიას და ხაზს უსვამენ მის სასწაულმოქმედ ძალას.  25 წლის განმავლობაში მალამო "ფიტომალს" გაუჩნდა უამრავი მადლიერი მომხმარებელი, ამასთანავე, ამ წლებში ფიტომალით მკურნალობისას არანაირი უკუჩვენება არ გამოვლენილა.
    როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანში, რუსეთში, ბელარუსსა და სომხეთში რეგისტრაციის დროს ჩატარებული კვლევებისას წამყვანი სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავდნენ მალამო "ფიტომალის" მაღალ სამკურნალო თვისებებს.