შპს "ბორჯის" ისტორია



  შპს "ბორჯი" ოფიციალურად დაფუძნდა 1994 წლის მაისში, რომელსაც წინ უძღოდა მრავალწლიანი მუშაობა და მალამო "ფიტომალის" შექმნის პროცესი. 1995 წელს მალამო "ფიტომალმა" ოფიციალური კვლევა და რეგისტრაცია გაიარა საქართველოში. 1996 წელს რეგისტრირებული და გამოშვებულ იქნა ახალი პრეპარატი: ანტისეპტიკური ხსნარი "ფიტოსოლი", აგრეთვე რამდენიმე ჰომეოპათიური პრეპარატი. 1998 წელს მალამო "ფიტომალი" დარეგისტრირდა აზერბაიჯანსა და რუსეთში, 2002 წელს ბელორუსიაში, 2010 წელს სომხეთში.


მალამო "ფიტომალის" პარალელურად ასევე მუშავდებოდა სხვა პრეპარატები და პარფიუმერიულ-ჰიგიენური საშუალებები.
კერძოდ, "ბორჯის" მიერ დაპატენტებული პრეპარატებია:
  1. ანტისეპტიკური ხსნარი "ფიტოსოლი".
  2. ბუასილის სამკურნალო მალამო.
  3. ართრიტის (სახსრების, რევმატიული დაავადებების) სამკურნალო მალამო.

მომზადებულია განაცხადები შემდეგი პრეპარატების დაპატენტებაზე:
  1. გასტრიტისა და წყლულების სამკურნალო პრეპარატი (სუსპენზია). 
  2. სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება (ნაღვლის ბუშტის, ღვიძლის, თირკმლებისა და შარდის ბუშტის სხვადასხვა პათოლოგიების სამკურნალოდ), აბების სახით.
  3. პირის ღრუს სხვადასხვა დაავადების სამკურნალო კევი.
  4. პრეპარატი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად (წვეთების სახით).
  5. პრეპარატი სასუნთქი გზების სამკურნალოდ (წვეთების სახით).
  6. ართრიტის სამკურნალო პრეპარატი (წვეთების სახით).
  7. ვენების ვარიკოზული დაავადების სამკურნალო მალამო.
  8. პროტრომბინის დასარეგულირებელი უნივერსალური პრეპარატი (წვეთების სახით).
  9. ალერგიული დაავადებების სამკურნალო პრეპარატი (წვეთების სახით).

პარფიუმერიულ-ჰიგიენური საშუალებებისთვის რეცეპტები დამუშავდა, აპრობაცია ჩატარდა (საქართველოსა და გერმანიაში) და სერიული წარმოებისთვის მომზადებულია შემდეგი დასახელების პროდუქტები:
  1. კრემები - სამი სახეობის (დღის, ღამის და მკვებავი).
  2. შამპუნები - 5 სახეობის.
  3. შხაპის გელი.
  4. თმის ბალზამი.
  5. ხელის კრემი.