კლინიკური კვლევები

 



    მალამო “ფიტომალის” კლინიკური კვლევა ჩატარდა თბილისის სსუ-ის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სკი-ის ლაბორატორიაში(1995 და 1998 წელს). კლინიკური დაკვირვების საფუძველზე, მორფოლოგიური, ტოქსიკოლოგიური, ფიზიოლოგიური, ჰისტოლოგიური და მიკროსტრუქტურული კვლევით დადგინდა, რომ მალამო “ფიტომალს”:
    1. არ ახასიათებს მწვავე ტოქსიკურობა.
    2. არ ახასიათებს კუმულაციური მოქმედება.
    3. არ ახასიათებს ქრონიკული ტოქსიკურობა.
    4. არ ახასიათებს ადგილობრივ-გამაღიზიანებელი მოქმედება.
    5. ხელს უწყობს კანის რეაქტიულობის ზრდას.
    6. ახასიათებს მკაფიოდ გამოხატული ადგილობრივი ანესტეზიური მოქმედება.
    7. ამცირებს ტკივილის შეგრძნებას.

თემის ხელმძღვანელი, მმდ ლ. ი. ტუსკია
ინსტიტუტის დირექტორი, მმდ, აკადემიკოსი გ. დუმბაძე

 



დამწვრობის ცენტრი

    თერმულ დაზიანებათა(დამწვრობის) სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევამ (105 ავადმყოფზე) აჩვენა:
მალამო “ფიტომალის” გამოყენება დამწვრობით გამოწვეულ დაზიანებებზე, ტროფიკული წყლულისას და დუნედ მიმდინარე ჭრილობებზე იწვევს რეგენერაციული პროცესების სტიმულირებას და შეხორცებითი პროცესების დაჩქარებას. მისი ეფექტურობა განისაზღვრება ჭრილობის ზედაპირზე ბაქტერიოსტატიკური და ნაწილობრივ ბაქტერიოციდული მოქმედებით. იგი არ იწვევს ჭრილობის ირგვლივ მდებარე ქსოვილების გაღიზიანებას, ტკივილების გაძლიერებას.
    მალამო “ფიტომალი” შეიძლება რეკომენდირებული იქნას როგორც ერთ-ერთი ეფექტური სამკურნალო საშუალება დამწვრობით გამოწვეული დაზიანებისას, ძირითადად I-II-IIIა ხარისხის დროს, ოპერაციის(აუგოპლასტიკის) წინა პერიოდში, აგრეთვე სხვადასხვა ეტიოლოგიის ტროფიკული წყლულებისა და დუნედ მიმდინარე ჭრილობების შემთხვევაში.

ცენტრის ხელმძღვანელი, მმდ, აკადემიკოსი ბ. იაშვილი.
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მმკ. ნ. ცუცქირიძე.

 


 
ჟორდანიას სახ. ინსტიტუტი

    მალამო “ფიტომალი” აპრობირებულ იქნა ი.ფ. ჟორდანიას სახ. სკი-ის პოლიკლინიკაში და გამოიცადა 107 ავადმყოფზე. დასკვნა: მალამო “ფიტომალი” შეიძლება წარმატებით იქნას გამოყენებული სხვადასხვა სახის კოლპიტების(ტრიქომონალური, სოკოვანი . . .) და საშვილოსნოს ყელის ეროზიის სამკურნალო კომპლექსში. მალამოს აქვა ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული თვისება. ხელს უწყობს ეროზირებული ზედაპირის სწრაფ შეხორცებას.

მმდ. ე. ბოჭორიშვილი
მმკ. დ. გორგოშიძე
ექიმი-ორდინატორი: ლ. ფხალაძე

 



მიკროქირურგიის ს/კ ინსტიტუტი

    მალამო “ფიტომალის” აპრობაცია ჩატარდა თბილისის სისხლძარღვთა და გადაუდებელი მიკროქირურგიის ს/კ ინსტიტუტში. კვლევამ აჩვენა: ჩვენს მიერ მალამო “ფიტომალი” გამოყენებულ იქნა ჩირქოვანი ჭრილობების, ტროფიკული წყლულების, დიაბეტური ფლეგმონის და სხვა ანთებითი პროცესების დროს. მკურნალობის შედეგეპი პოზიტიურად შეფასდა. მალამო “ფიტომალი” საკმაოდ ეფექტურია პოსტოპერაციული ჭრილობის შეხორცებისას როგორც პრევენციული საშუალება.

მმდ. აკადემიკოსი გ. ნაცვლიშვილი
მმდ. პროფესორი მ. თვალაძე

 



ქირურგიის ინსტიტუტი

    კ. ერისთავის სახ. ქირურგიის ინსტიტუტთან არსებული I ქირურგიული კლინიკის ურგენტული ქირურგიის განყოფილებაში მალამო “ფიტომალის” აპრობაციამ აჩვენა: მალამო “ფიტომალი” შეიძლება რეკომენდირებული იქნეს ქირურგიულ პრაქტიკაში ფართო გამოყენებისთვის.

ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილების გამგე. მმკ. გ. შარაშიძე
ინსტიტუტის დირექტორი. მმდ. პროფესორი ბ. მოსიძე

 


აპრობაცია სტომატოლოგიაში

    თბილისის სსუ-ის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრაზე და სტომატოლოგიური ფირმა ”უნიდენტის” კლინიკაში მალამო “ფიტომალის” აპრობაციამ აჩვენა: ანტისეპტიკური მალამო “ფიტომალს” გააჩნია მკაფიოდ გამოხატული სამკურნალო თვისება, რაც  შესაძლებლობას იძლევა გამოყენებულ იქნას სამკურნალო კომპლექსში პარადონტოზის, პარადონტიტისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებისას და რეკომენდაცია გაეწიოს ფართო პრაქტიკაში მის გამოყენებას.

თსსუ-ის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის დოცენტი, ფირმა “უნიდენტის” კლინიკური ხელმძღვანელი. მმკ. მ. მამალაძე