ანთების საწინააღმდეგო, ტკვილგამაყუჩებელი მალამო

ფიტომალი


რეგისტრირებულია: საქართველოში #რ-003731, სომხეთში #9388, ბელორუსიაში #0001510, აზერბაიჯანში #00031 და რუსეთში #010039.

შემადგენლობა: ძიძო-4გ, გვირილა-3გ, გულყვითელა-5გ, მრავალძარღვა-4გ, ფარსმანდუკი-4გ, კრაზანა-10გ (მათი სპირტიანი და ზეთოვანი ნაყენები), სამედიცინო ვაზელინი-70გ.

ფარმაკოლოგიუი მოქმედება: აძლიერებს ქსოვილთა რეპარაციის უნარს და ხელს უწყობს ჭრილობიდან ნეკროზული უბნების მოცილებას.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო, ტკვილგამაყუჩებელი საშუალება.

გამოიყენება:
დაზიანებული კანის, ხანგრძლივად შეუხორცებადი, სხვადასხვა ეტიოლოგიის ინფიცირებული წყლულებისა, ჭრილობების (დამწვრობა, ტრავმები, ნაწოლები და სხვ.)  და ლორწოვანი გარსის სხვადასხვა მიკრობული ფლორით გამოწვეული დაზიანებების სამკურნალოდ.
დაჟეჟილობის, იოგების დაჭიმვის, ანთებითი შეშუპების, რადიკულიტის, სამწვერა ნერვის ნევრალგიის, ყურის ანთების, პარადონტიტის, სტომატიტისა და მსგავსი დაავადებების დროს.
გინეკოლოგიაში: კოლპიტის, საშვილოსნოს ყელის ეროზიისა და წყლულის დროს.
ახალშობილებში გამოყელვის დროს;
მეძუძურ დედებში ძუძუს თავის ნახეთქების დროს;
გრიპის და სურდოს პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია ქუჩაში გასვლის წინ მალამოს შეზელვა ცხვირის ნესტოებში, ქუთოთოებსა და თვალების ირგვლივ.
ბრონქიტის დროს რეკომენდებულია მალამოთი გულ-მკერდის დაზელვა;
მზისგან გამოწვეული დამწვრობისა და მწერების ნაკბენისას.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ;

გვერდითი მოვლენები: არ არის დადგენილი;

მიღების წესი და დოზირება:
დამწვრობის და ჩიქროვანი ჭრილობის დროს დაზიანებულ ადგილებზე იდება საფენი მალამოს თხელი ფენით, რომელიც ყოველდღე იცვლება;
რადიკულიტის მკურნალობისას მალამო შეიზილება 3-5 წუთის განმავლობაში დღეში 2-3-ჯერ. სიცივისგან დაცვა აუცილებელია.
კოლპიტის, ეროზიის, წყლილის დროს ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავების შემდეგ გამოიყენება მალამოთი გაჟღენთილი ტამპონი.
ღრძილის ანთების დროს მალამო შეიზილება 3-4-ჯერ დღეში;
ყველა სხვა შემთხვევაში საჭიროა მალამის შეზელვა 3-5 წუთის განმავლობაში დღეში 2-ჯერ.

ყურადღება: ცალკეულ შემთხვევაში (განსაკუთრებით III ხარისხის დამწვრობისას) მალამო გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

გამოშვების ფორმა: პირველადი შეფუთვა 20გ მალამო ალუმინის ტუბში. მეორადი შეფუთვა 1 ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი

შენახვის პირობები: ინახება გრილ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გაიცემა რეცეპტის გარეშე



 

მწარმოებელი ფირმა: შპს "ბორჯი"
ქავთარაძის 21ა, თბილისი, საქართველო.
ტელ.: (+99532) 2 545 181, ფაქსი: (+99532) 2 954 934
ელ-ფოსტა: fitomali95@gmail.com
www.fitomali.ge