ანტისეპტიკური ექსტრაქტი “ფიტომალი”



შემადგენლობა: მუხის ქერქის, გვირილას, გულყვითელას, სალბის, თრიმლის, ფარსმანდუკის, კრაზანას ექსტრაქტები.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ხელს უწყობს ქსოვილთა რეგენერაციას, აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი თვისება.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.
ჩვენებები: სტომატოლოგიაში გამოიყენება სტომატიტის, გინგივიტის, პარადონტიტის, პარადონტოზის დროს, ექსტრაგირებული მიდამოსა და პროთეზით გაღიზიანებული ღრძილების მოსავლელად, პათოლოგიური ჯიბეების შემთხვევაში. ოტორინოლარინგოლოგიაში პირის ღრუს, ყელისა და ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებისას.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა ექსტრაქტში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი.
განსაკუთრებული მითითება: ექსტრაქტი უნდა გაზავდეს 1/7-თან (7 წილ გამოხდილ ან სასმელ წყალში ჩავასხათ 1 წილი ექსტრაქტი).
გამოყენების წესი: გაზავებული ექსტრაქტი (5-10მლ.) სტომატიტის, გინგივიტის, პარადონტიტის, პარადონტოზის დროს ჩაიგუბეთ პირის ღრუში 5-7 წუთის განმავლობაში, დღეში 3-5 ჯერ. ექსტრაგირებული მიდამოს მოსავლელად და პათოლოგიური ჯიბეების შემთხვევაში გაზავებული ექსტრაქტი ჩაიგუბეთ პირის ღრუში 3-5 წუთის განმავლობაში, დღეში 2-3-ჯერ. პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის ანთებისას გაზავებული სითხე გამოივლეთ დღეში 3-4-ჯერ. ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებისას ნესტოებში ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი, დღეში 2-ჯერ. პროთეზით გაღიზიანებული ღრძილების მოსავლელად გაზავებული ექსტრაქტი ჩაიგუბეთ 3-5 წუთის განმავლობაში, დღეში 2-3-ჯერ. პროფილაქტიკის მიზნით ექსტრაქტის გამოყენება შეიძლება ყოველდღიურად.
ყურადღება: ექსტრაქტში შემავალი კომპონენტების მიმართ ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა: 100 მლ. ექსტრაქტი პეტის ბოთლში.
მეორადი შეფუთვა: 1 ბოთლი ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვის პირობები: ინახება გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქციის ჯგუფი III _ გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: შ.პ.ს. "ბორჯი".