მალამო "ფიტომალი"-ს ისტორია
მალამო "ფიტომალის" შექმნას დიდი ხნის ისტორია აქვს. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო ალტერნატიული სამკურნალო საშუალებების შესწავლა-დამუშავება. მალამო "ფიტომალი" მუშავდებოდა 1983-1994 წლებში. ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ ზოგადად ფიტოთერაპია განვითარებულიყო საქართველოში. შესაბამისად პრეპარატებიც მხოლოდ სამკურნალო მცენარეებისგან ყოფილიყო დამზადებული. საქართველოში ამის უმდიდრესი ტრადიციაა.
კვლევა მიმდინარეობდა რამდენიმე მიმართულებით და დამზადდა როგორც მალამოები, ისე პრეპარატები სხვადასხვა დაავადებებზე.
ბუნებრივ, ნატურალურ სამკურნალწამლო საშუალებათა შექმნის იდეამ და წლების მანძილზე ამ მიმართულებით აქტიურმა მუშაობამ ნაყოფი გამოიღო და 90-იანი წლებიდან დაწყებული, თანამედროვე ფარმაციის მიღწევების გათვალისწინებით, შეიქმნა სამკურნალო მცენარეებზე დამზადებული რამდენიმე პრეპარატი, მათ შორის ზემოაღნიშნული მალამო "ფიტომალი". როგორც ჩაფიქრებული იყო მალამო "ფიტომალი" ნამდვილად უნივერსალური გამოდგა, რაც შემდგომმა კვლევებმაც დაადასტურა. კლინიკურმა გამოცდამ კარგი შედეგები აჩვენა და დაიწყო საქართველოში მისი რეგისტრაციის პროცესი.
არანაკლებ ანგარიშგასაწევია ის ფაქტიც, რომ 16 წლის განმავლობაში ფიტომალით მკურნალობისას არანაირი უკუჩვენება არ გამოვლენილა.
როგორც საქართველოში ისე აზერბაიჯანში, რუსეთში, ბელორუსიასა და სომხეთში რეგისტრაციის დროს ჩატარებული კვლევებისას, წამყვანი სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავდნენ მალამო "ფიტომალი"-ს მაღალ სამკურნალო თვისებებს. 1995 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პრეპარატი "ფიტომალი" დარეგისტრირდა როგორც ფართო მოხმარების პარასამკურნალო საშუალება. მალამოს უნივერსალურობა განაპირობა, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სამკურნალო მცენარეთა იდეალურად შერჩეულმა კომპოზიციამ და რაც მთავარია სრულიად ახალმა განსხვავებულმა ტექნოლოგიურმა მიდგომამ, ვიდრე ეს ზოგადად მიღებულია როგორც ხალხურ მედიცინასა თუ ფიტოთერაპიაში, ასევე ფარმაკოლოგიაში. ამით მცენარეთა სამკურნალო თვისებები მაქსიმალურად იქნა შენარჩუნებული პრეპარატში, ნამდვილად უნივერსალურია, და აქვს მოქმედების ფართო სპექტრი.