სიახლე



ანტისეპტიკური ექსტრაქტი ფიტომალი
ანტისეპტიკური ექსტრაქტი “ფიტომალი”

სტომატოლოგიაში გამოიყენება სტომატიტის, გინგივიტის, პარადონტიტის, პარადონტოზის დროს, ექსტრაგირებული მიდამოსა და პროთეზით გაღიზიანებული ღრძილების მოსავლელად, პათოლოგიური ჯიბეების შემთხვევაში. ოტორინოლარინგოლოგიაში პირის ღრუს, ყელისა და ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებისას.




ართრიტი
მალამო ფიტომალი” ართრიტის

გამოიყენება ართრიტის, ოსტეოქონდროზის, რადიკულიტისა და სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს.

შემადგენლობა: ალოეს, კონიოს, ჭინჭრის, დაფნის, ცხენისწაბლას, გულსოსანას, გულყვითელას, მრავალძარღვას, თავკომბალას სპირტიანი ექსტრაქტები, კრაზანას, ფიჭვისა და ჩაის ხის ზეთოვანი ნაყენები, სამედიცინო ვაზელინი.




ბუასილი
მალამო “ფიტომალი” ბუასილის

ჩვენებები: გარე ბუასილი, სისხლდენა, ნახეთქები, უკანა ტანის ქავილი, ფეხძიმობისა და მშობიარობის შემდგომ გამოვლენილი პრობლემები, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. დეფეკაციის შემდგომი გაღიზიანების, ქავილისა და დისკომფორტის თავიდან აცილებისთვის წარმოქმნის დამცავ გარსს. ზომებში ამცირებს შესიებულ ჰემოროიდულ კვანძებს, იცავს ტკივილისაგან. მალამოს რეგულარული მოხმარება გამორიცხავს შემდგომ გაღიზიანებას.





ვარიკოზული ვენები
მალამო “ფიტომალი” ვარიკოზული ვენების

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ადგილობრივ სისხლძარღვთა შემავიწროვებელი ეფექტი, სისხლძარღვებს მატებს ელასტიურობას, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

 ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვენების ვარიკოზული გაგანიერების სამკურნალო ადგილობრივი საშუალება. შემადგენლობა: ცხენისწაბლას, გულყვითელას, თრიმლის, გვირილას, ალოეს, ფარსმანდუკის სპირტიანი ექსტრაქტები, კრაზანას ზეთოვანი ნაყენი და სამედიცინო ვაზელინი.